სიახლეები
საინტერესო

7 პრაქტიკული რჩევა მშობლებს - როგორ გავხადოთ საზაფხულო არდადეგების პერიოდი უსაფრთხო და ხალისიანი ბავშვებისთვის
14-08-2021
-
+


საზაფხულო არდადეგები შესანიშნავი დროა, რათა ბავშვები ახალი და საინტერესო ენერგიით აივსონ, მიიღონ გამოცდილება და რაც მთავარია, დრო ნაყოფიერად გადაანაწილონ. იმის გამო რომ პანდემია არსად წასულა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი საქართველოში საკმაოდ მძიმეა, მშობლების ნაწილი თავს იკავებს შვილების ხალხმრავალ ადგილებში წაყვანისგან და გარე აქტივობებისგან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რამდენიმე საინტერესო და პრაქტიკული რჩევა მიგვეცა მშობლებისთვის, თუ როგორ შეუძლიათ მათ სახლის პირობებში სახალისოდ გაატარონ დრო მოზარდებმა.

1. დაუგეგმეთ ბავშვს მთელი კვირის აქტივობა: - თუ ბავშვმა იცის, რა ელოდება მთელი კვირის განმავლობაში, ის დროს უფრო სწორად, ნაყოფიერად გადაანაწილებს და მეტად მხიარულიც იქნება. გაითვალისწინეთ, ბავშვები დაგეგმვაში აუცილებლად ჩართეთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ისინი ნაკლებად გააპროტესტებენ შერჩეულ საქმიანობას და უფრო მეტ ინტერესსა და ხალისს გამოხატავენ.

2. მოიფიქრეთ თამაშები: - თქვენს შვილებთან ერთად, ფერადი ქაღალდებით, წებოთი, ფანქრებით და ლენტებით შეიძლება საინტერესო თამაშების გამოგონება და ეს პროცესს უფრო მხიარულს გახდის. რაც მთავარია, მსგავსი საქციელით მათთან  მეტად დაახლოვდებით.

3. იტრიალეთ სამზარეულოში შვილებთან ერთად: - გამოაცხვეთ და გააკეთეთ გემრიელი სასუსნავები თქვენს შვილებთან ერთად. რა სჯობს შვილთან ერთად სამზარეულოში დროის მხიარულად გატარებას?!

4. ისეირნეთ შვილებთან ერთად: - თუნდაც ქუჩაში მათთან ერთად სიარულის დროს მეტ დადებით ემოციას გამოიწვევთ შვილებში და თქვენი თავისთვისაც კარგი იქნება. კვირაში ერთხელ მაინც, გადით ქალაქგარეთ და პიკნიკი მოაწყვეთ.

5. შექმენით საზაფხულო დღიური: - წაახალისეთ პატარები, რომ შეინარჩუნონ საზაფხულო დღიური ან წიგნი. მათ შეუძლიათ გადაიღონ ფოტოები და დაწერონ ამის შესახებ. ეს ხომ მომავალში მათთვის სამახსოვრო წიგნიც გახდება?! - ამასთან, ეს აქტივობა მას საკმაოდ დიდ დროს დაახარჯინებს.

6. ერთად უყურეთ ფილმებს: - უყურეთ საყვარელ ფილმებს შვილებთან ერთად და განიხილე ისინი. ანდაც, გადაიღეთ თქვენი ფილმი - რატომაც არ შეიძლება საკუთარი სამახსოვრო ფილმის გადაღება?! დღევანდელი სმარტფონები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. 

7. ერთად იკითხეთ წიგნები: - ამოირჩიეთ, რომელიმე საინტერესო წიგნი და წაიკითხეთ თქვენს შვილებთან ერთად, მოაწყვეთ დებატები ვის რომელი პერსონაჟი მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ.

ვიმედოვნებთ, ეს რამოდენიმე რჩევა პანდემიურ საზაფხულო არდადეგებს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ცოტათი მაინც გაახალისებს.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება