მარიამ ვალიშვილმა მუშაობა სოკარში დაიწყო
13.10.2017

ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილი "სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა. ეს ინფორმაცია ვალიშვილმა imedinews-ს დაუდასტურა.

მარიამ ვალიშვილმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 4 ოქტომბერს დატოვა. ის 2008-2012წწ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე; 2012 წლიდან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე იყო.



კომენტარები


სხვა სიახლეები
სამ, 24 ოქტომბერი 2017
10:00