რა შემთხვევაში შეგიძლიათ, ტრენინგებსა და სემინარებზე კოვიდ ტესტის გარეშე დასწრება
24-07-2021
დაკოპირებულია
-
+
იზოლაციისა და კარანტინის წესში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მორიგი ცვლილება შევიდა.
ბრძანების მიხედვით, 23 ივლისიდან, ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილების მიხედვით, ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვები იყო მხოლოდ,72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.