მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მიუხედავად იმ რეალობისა, რომლის წინაშეც პანდემიამ დაგვაყენა, სკოლაში შეძლეს და სასწავლო პროცესი სრულყოფილი გახადეს. მთელი წლის განმავლობაში სკოლაში სხვადასხვა აქტივობა იმართებოდა. ახლა კი, სასწავლო წლის დასასრულს, პირველ კლასში გაიმართა ღონისძიება.
ღონისძიების მიმდინარეობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. წარმოაჩინეს სიმღერის, ცეკვის, პრეზენტაციის უნარები.
კლდის საჯარო სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს შემდეგ საფეხურებზეც.