სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

აუფასურებს თუ არა ბავშვის სურვილებს ძვირადღირებული საჩუქრები? - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
01-08-2021
-
+


ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ ძვირადღირებული საჩუქრებით შვილებს განსაკუთრებით გაახარებენ.  საკითხავია ეს მიდგომა, რამდენად უქმნის საფრთხეს ბავშვებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას და ასევე - ფუფუნების ნივთები უკარგავთ თუ არა მათ მოტივაციას წარმატების მიღწევაში.  ამ და სხვა საინტერესო თემაზე ფსიქოლოგი, მარიამ სისაური გვესაუბრა.

- რამდენად აუცილებელია მოტივაციისთვის ბავშვი, რომ დავასაჩუქროთ და რა ფუნქცია აქვს ე.წ. ჯილდოს?

-  უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია რა მოტივით ვასაჩუქრებთ ბავშვს. თუ მშობელი წინასწარ უქმნის იმ განწყობას, რომ კონკრეტული საქმის შესრულების შემთხვევაში ის მიიღებს ჯილდოს, ეს საფრთხილოა და არასწორი, ვინაიდან ბავშვის მოტივაცია უშუალოდ საჩუქარი ხდება და პასუხისმგებლობით არ ეკიდება დაკისრებულ ვალდებულებას. თუ მშობელი ბავშვს ეხმარება შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ჩამოყალიბებაში, მაშინ პირიქით - სასარგებლოა. შინაგანი მოტივაციაა, როცა ბავშვი აცნობიერებს, რომ ის რასაც აკეთებს მისთვის სასარგებლოა, მაგალითად სწავლა და ამის გამო მეცადინეობს. გარეგანი მოტივაციაა, თუნდაც მაღალი შეფასება და მცირედი წახალისება.

- სკოლის დამთავრების ან უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, რამდენად მიზანშეწონილია შვილისთვის მანქანის ან ბინის ჩუქება?

- დასაწყისში აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ძვირადღირებული საჩუქრები იშვიათია. ეს არის მშობლის  არჩევანი და თუ ის მიიჩნევს, რომ მის შვილს ეს საჩუქარი დამსახურებულად ეკუთვნის, თან ეს ხდება ერთჯერადად, ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, რადგან ბინა და მანქანა ცხოვრებაში საჩუქრად შეიძლება ერთხელ მიიღო, თუმცა მსგავსი საჩუქრის არჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია რა წინაპირობა აქვს ადამიანს ზოგადად საჩუქრებთან მიმართებაში. თუ  ბავშვობიდან გაუფასურებულია ძვირადღირებული საჩუქრები, მაშინ ეს ყველაზე საფრთხილო და დამაზიანებელია. საყურადღებოა ისიც, თავად მშობელი რა მოტივით უკეთებს შვილს ძვირადღირებულ საჩუქარს. ზოგ შემთხვევაში, მშობლები ბავშვებთან გატარებული მცირე დროის კომპენსირებას ახდენენ მსგავსი ქმედებებით, თითქოს ამით უნაზღაურებენ მათთან ვერ გატარებულ დროს.

- ეს რამდენად გამართლებულია?

-  ეს არ არის გამართლებული, რადგან ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ბავშვს არა ძვირადღირებული ნივთები სჭირდება, არამედ - ურთიერთობა და ემოციური დატვირთვა. თუ მშობელი საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტს  ნივთს უნდა ჰქონდეს სიმბოლური, ემოციური დატვირთვა. ტექნიკის ჩუქება საფრთხილოა. 21-ე საუკუნეში ყველას გვაქვს ტელეფონი და საჭიროებებიდან გამომდინარე, ბავშვებისთვისაც ვყიდულობთ, მაგრამ არასწორია, როცა 9-10 წლის ბავშვი ძვირადღირებულ ტელეფონს ატარებს. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ, ძვირადღირებული საჩუქრის გაუფასურება ხდება, არამედ მოთხოვნების. იმდენადაც კი, რომ ბავშვი შეიძლება იმ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, დაკარგოს განცდა თუ რა უნდა, რა სურს. ამ შემთხევაში მშობელი ბავშვს არ აძლევს სურვილების ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას. სურვილები კი ქმნის მოტივაციას და მიზნამდე სწორი გზების დასახვის საშუალებას.

- რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დამაზიანებელი ჯილდო?

- როცა მოზარდს კონკრეტული ჯილდოსთვის არაფერი გაუკეთებია და ის მან მაინც მიიღო, ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან მან შეიძლება სრულიად დაკარგოს მოტივაცია და მიზანი, უფრო მეტიც, ვეღარ გაიგოს რა უნდა ცხოვრებაში. მშობელს ჰგონია გაახარებს ბავშვს, მაგრამ ეს საჩუქარი შეიძლება დამაზიანებელი იყო მისთვის. ყველას გვაქვს პროფესიული მიზნები, ოცნებები და თუ ისინი ჩვენთან მზამზარეულად მოვა, მაშინ საკუთარ ადგილს ვეღარ ვიპოვით. ეს ადამიანები კი ხშირად დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, უქვეითდებათ მოტივაცია და ეკარგებათ ცხოვრების მიზანი. აქვე დავამატებ, რომ როცა საჩუქრის გაუფასურება ხდება, ასეთ დროს იკარგება საჩუქრის მიღებით გამოწვეული სიხარულის განცდის ხანგრძლივობა - უხარიათ ხანმოკლე პერიოდი და თითქოს არაფერი მომხდარა ისე აგრძელებენ ცხოვრებას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება