სიახლეები
სკოლები

ზუბის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი წარმატებით გაიარა
27-07-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - მე-9 კლასელმა ქეთევან ჩაკვეტაძემ და მე-8 კლასელმა მათე ჩაკვეტაძემ საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულეს. 25 ივლისის ტესტი აფხაზეთს მიეძღვნა და მოსწავლეებმა აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღეს.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით: მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
სკოლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შეხვედრებს ჩაატარებენ
პიროვნება

მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
პიპილეთის საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდა თაობაში პოეზიის მიმართ სიყვარულს გაზრდის
ვებინარს სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი მაია არახამია  და ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი - ლულა ხვიჩავა ესწრებოდნენ
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება