სიახლეები
სკოლები

ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა მჟავანაძემ და მიშა განდელიძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
28-07-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ანა მჟავანაძემ და მიშა განდელიძემ საგრანტო კონკურსში თავი ისახელეს.

პროექტი „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხუთი რეგიონის 37 წარმატებულ მონაწილეებს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადაეცათ.

პროექტში სკოლის მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავდა მიზნად. 

მცირე გრანტების კომპონენტი პროექტის დამასრულებელ ეტაპს წარმოადგენდა. გამარჯვებული მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის იდეები 11 სფეროში გადანაწილდა.

ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგ-სესიები სამიზნე რეგიონების 40-ზე მეტი სკოლის 270 მოსწავლეს მოიცავდა, რომელსაც გერმანელ ექსპერტებთან ერთად, ქართველ ტრენერთა კვალიფიციური გუნდი უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება