სიახლეები
საინტერესო

შოტლანდიაში პირველ კლასში ერთდროულად 15 წყვილი ტყუპი წავა
24-08-2021
-
+


შოტლანდიის ერთ-ერთ რაიონში სკოლაში პირველად ერთდროულად 15 წყვილი ტყუპი წავა. მომავალი პირველკლასელები ერთად სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად შეიკრიბნენ. წერს გამოცემა ITV.

ინვერკლაიდის ოლქი ტყუპების დიდი რაოდენობით უკვე დიდი ხანია ცნობილია. შარშან, აღნიშნულ ოლქში სკოლებში 9 წყვილი ტყუპი პირველკლასელი წავიდა. რეკორდი კი 2015 წელს დამყარდა, მაშინ წყვილი ტყუპების რიცხვმა 19 შეადგინა.

ბავშვები ამბობენ, რომ სკოლაში ასოებისა და რიცხვების სწავლა და ახალი მეგობრების შეძენა სურთ. 



პრორექტორმა, მარტინ ბრენანმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ ეს წელი კორონავირუსის პანდემიის გავლენის გამო „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო“. 

მას, როგორც ყოფილ მასწავლებელს, ესმის, რომ სკოლაში დაბრუნება - ყოველთვის ამაღელვებელია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისა და პედაგოგებისთვის. 

„მართალია, უსაფრთხოების ბევრი წესი სკოლებში დღემდე რჩება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შესანიშნავად აღვნიშნოთ კლასებში დაბრუნება“,- დასძინა მან. 

მასწავლებლებს თავიდან ზოგიერთი ტყუპის ერთმანეთისგან გარჩევა გაუჭირდებათ, მაგრამ იმედია, დროთა განმავლობაში ამას შეძლებენ. 

ფოტო: ITV


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება