სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

კოვიდინფიცირებული ბავშვის თვალით დანახული ინტესიური განყოფილება
25-08-2021
-
+


ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო, კორონავირუსი და მისგან გამოწვეული პრობლემები მეტ-ნაკელბად ყველა ადამიანს შეეხო, განურჩევლად ასაკისა. თავიდან არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვების დაინფიცირების  შანსი ნაკლები იყო, თუმცა დღევანდელმა რეალობამ ეს მოსაზრება გააქარწყლა. სამწუხაროდ, ვირუსის ახალი ე.წ. „ინდური შტამი“ მეტწილად ბავშვებში ვრცელდება...როგორ გადააქვთ კორონავირუსი ბავშვებს და რას განიცდიან ისინი კლინიკაში ყოფნის დროს, საკუთარი გამოცდილება ჩვენმა პატარა რესპონდენტმა 11 წლის ელენემ და მისმა დედიკომ გაგვიზიარა. (რესპონდენტების სახელები, მათი სურვილიდან გამომდიანრე, პირობითად არის მითითებული).

ნინო, ელენეს დედა:

„როცა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით დაიწყო და ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი დაინფიცირდა, ამ პრობლემის წინაშე თავადაც აღმოვჩნდით. ყველანაირი რეგულაციის დაცვის მიუხედავად, ჩვენს ოჯახში ჯერ ელენეს ბებიას გადაედო ვირუსი, ოღონდ ინფიცირების წყარო გაურკვეველი იყო,  შემდეგ თითოეულ ოჯახის წევრს... ერთ საღამოს ჩემს დედამთილს ტემერატურა 38 გადუსამდე აეწია და მეორე დღეს ტესტის გასაკეთებლად წავიდა, პასუხი დადებითი მოვიდა. იზოლაციის მიზინით და იმიტომ, რომ ელენეს დაინფიცირების შანსი ნაკლები ყოფილიყო - დაბალი იმუნიტეტი აქვს, ცალკე გადავედით. თუმცა,  დაახლოებით მესამე დღეს ბავშვს პირველი სიმპტომი გამოუვლინდა, 38 ჰქონდა სიცხე. მაშინვე პედიატრს დავუკავშირდი, ტესტზე წავიყვანე, თუმცა სწრაფი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. იქედან გამომდინარე, რომ ინფიცირებულთან გვქონდა კონტაქტი, პედიატრმა ჩათვალა, რომ ეს კორონავირუსი იქნებოდა და იმ დღესვე, სახლში დავიწყეთ მკურნალობა. მეორე დღესაც ჰქონდა სიცხე. მესამე დღეს ტემპერატურას,  ყელის ტიკვილი დაერთო, ცოტა ხველაც. სიცხე უკვე აღარ ემორჩილეობდა მედიკამენტს და როცა 39-ს გადასცდა დავრეკე სასწრაფოში. დღის 12 საათიდან საღამოს 7 საათამდე სასწრაფო ვერ მოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე თავად წამეყვანა კლინიკაში.“

ელენეს დედა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასწრაფო დახმარებას რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა, ეუბნებოდნენ რომ აუცილებლად მივიდოდნენ, თუმცა მათთან სასწრაფო არ მისულა და რომ არა მისი ინიციატივა, თავად გადაეყვანა ბავშვი კლინიკაში, სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გამხდარიყო... თუმცა, კლინიკაში ბავშვის გადაყვანა და პისიარ ტესტის გაკეთებაც მარტივი არ აღმოჩნდა. პაციენტებით გადატვირთულ კლინიკაში, რომ არა ახლობელი, ვისი დახმარებითაც მოხერხდა ბავშვი საავადმყოფოს შენობაში შეყვანა, ელენეს არ ექნებოდა მკურნალობის შანსი.

„ მივედით კლინიკაში, სადაც მითხრეს, რომ შენობაში ვერ შეგვიშვებდნენ და მხოლოდ სწრაფი ტესტის გაკეთება შეეძლოთ, სხვა ვერაფრით დაგვეხმარებოდნენ. ბავშვს, რომელსაც ტემპერატურა 40 გრადუსი ჰქონდა სახლში მატანდნენ. მერე მოვიძიეთ ნაცნობები და მათი დახმარებით შევძელით შენობაში შესვლა. როცა უკვე იქ გაიგეს, რომ კონკრეტული ადამიანის ახლობლები ვიყავით, მაშინ მოგვაქციეს ყურადღება. ელენეს სწრაფი ტესტი გაუკეთეს, რომელიც ისევ უარყოფითი იყო, თუმცა ისევ, იმ ახლობლის წყალობით, რენტგენზეც გადაწყვიტეს ფილტევები შეემოწმებინათ. ცალ ფილტვში აღმოაჩნდა ანთება... მერე აუღეს ანალიზები, მათ შორის პისიარტესტიც და გადაუღეს კატე, სადაც დაფიქსირდა ორივე ფილტვის ანთება. პისიარ ტესტის შედეგიც დადებითი მოვიდა. ანუ, ბავშვს მდგომაროება იყო მძიმე და რომ არა ახლობელი, რომელიც კონკრეტულ კლინიკაში მუშოაბდა, არ ვიცი ეს ამბავი, როგორ დამთავრდებოდა. განუკითხაობაა საავადმყოფოებში. სოციალურ ქსელში, რომ ვკითხულობდი ხოლმე, თუ ახლობელი არ გყავს ვერ მოგათავსებენ საავადმყოფოში და ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებასო, რეალური არ მეგონა, თუმცა საწმუხაროდ, ეს ყველაფერი მართალი ყოფილა - საკუთარ თავზე გამოვცადე და საშინელი დღეები გავიარეთ... მოკლედ, მოგვათავსეს პალატაში და იქედან გამომდიანარე, რომ ელენეს მდგომაროება მძიმე იყო, რეანომობილით თბილისში  „ციციშვილის კლინიკაში“ გადმოგვიყვანეს (ქუთაისში ვცხოვორბთ). მოსაყოლად და გასახსენებლად მარტვია, მაგრამ ძალიან რთული დღეები გავიარეთ. არც ერთ კლინიკას არ ჰქონდა ადგილი, რომ 11 წლის ბავშვი მიეღო და შესაბამისი დახმარება გაეწია, რომ არა ჩვენი, ოჯახის წევრების მონდომება კოვიდ ინფიცირებული ბავშვი, 40 გრადუსის სიცხით და ორივე ფილტვის ანთებით სახლში უნდა წამომეყვანა...ყველა ამობდა, რომ ბავშვებს მარტივად გადააქვთ ან არ ხვდებათო, თუმცა რეალობა სულ სხვაა და ამ ვირუსმა არც ბავშვი იცის და არც ზრდასრული.“

ელენეს დედამ ბევრი იბრძოლა, რომ მისი შვილი ექიმების ხელში აღმოჩენილიყო და სათანადო დახმარება გაეწიათ მისთვის. როგორც თავად იხსენებენ მძიმე იყო ის დღეები, როცა ბავშვს ინტენსიურ განყოფილებაში სრულიად მარტოს მოუწია ყოფნა.

„ როცა „ციციშვილში“ მივედით დაბნეულები ვიყავით. ჩვენთან ერთად კიდევ ორი ჩვილი ბავშვი, დაახლოებით 2 თვემდე და მათი მშობლები იყვნენ.  ბავშვები გასინჯეს და აუცილებელი გახდა მათი ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე და ელენე ერთად არ ვიყავით. ბავშვობიდან ხშირად ხდებოდა ხოლმე ავად, თუმცა არც ერთი დღე არ გაგვიტარებია ერთმანეთის გარეშე, საავადმყოფოშიც მასთან ვიყავი ხოლმე. ყველაზე მძიმე წუთები დედისთვის ისაა, როცა შენი შვილს ვერაფერით ეხმარები, უსუსური ხარ. ექიმმა გვთხოვა, რომ წინააღმდეგობა არ გაგვეწია, ბავშვს აუცილებად სჭირდებოდა ჟანგბადი და ინტენსიურში მოთავსება, დანიშნულების შესაბამისად. ელენესთან ერთად ჩვილი ბავშვებიც გადაიყვანეს და მშობლები ორი სართულით დაბლა მოგვათავსეს. სამი დღე იყო ინტენსიურში, თავიდან მდგომაროება მძიმე იყო, ამიტომ ექიმებს ზუსტი პასუხის გაცემა უჭირდათ რა მოლოდინი შეიძლება გვქონოდა. მხოლოდ ერთს ამბობდნენ: „ვნახოთ ორგანიზმი რას იზამთ“. ხშირად ვერც ვრეკავდი ექიმთან, რადგან ჩემი შვილის გარდა უამრავი პაციენტი ჰყავდა, სავსე იყო კლინიკა. ბავშვი ჟანგბადზე იყო დამოკიდებული, ტემპერატურაც არ უწევდა. მერე ნელ-ნელა წამოვიდა დადებითი დინამიკა და გადავრჩით... ინტენსიურის შემდეგ ელენე იღვიძებდა ღამე და მეკითხებოდა ხომ არ წავიდოდი, მის გვერდით ვიყავი თუ არა... შიშები დაეწყო, ნერვიული სისტეტმაც დაუზიანდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა."

როგორია ბავშვის თვალით დანახული ინტენსიური განყოფილება, ელენე მოგიყვებათ:

„ როცა ექიმმა მითხრა, რომ მარტო უნდა წავსულიყავი და დედა ქვემოთ დარჩებოდა, ძალიან შემეშინდა. ტირილი დავიწყე. მეშინოდა ყველაფრის, უფრო იმის, რომ დედა არ იყო ჩემთან. სრული ორი დღე მომიწია იქ ყოფნა, ჩემთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ, ზოგს ჟანგბადი ეკეთა, ზოგს მილი, ზოგს რა... ტელეფონიც არ მქონდა, ექიმმა მითხრა, რომ უნდა დამესვენა, მაგრამ იმდენად მეშინოდა იმ ყველაფრის, ვერც ძილს ვახერხებდი და ვერც დასვენებას. სულ ვტიროდი, არ ვჭამდი, მერე ერთ ექთანს შევეცოდე და ექიმს თხოვა: იქნებ დედა ამოვუყვანოთ, ვანახოთ და ცოტას დამშვიდდებაო. ექიმმაც ანალიზების პასუხს დაველოდოთ და საღამოს შეიძლებაო. ერთი სული მქონდა ანალიზის პასუხს როდის მოვიდა, ზოგადად ყველა ანალიზის პასუხს ველოდებოდი და ვეკითხებოდი ხოლმე ექთანს, როგორი შედეგები მქონდა, ისინიც ყოველთვის მპასუხობდნენ ხოლმე ღიმილით. მოკლედ, იმ საღამოს, მესამე დღეს, ინტენსიურის გვერდით ოთახში გადამიყვანეს, რომელიც თითქმის ინტენსიურის მსგავსი იყო, ოღონდ იქ დედების ყოფნა შეიძლებოდა. ამოიყვანეს დედა და იმ დღის მერე ანალიზების შედეგებიც უკეთესი მქონდა.~

ყველაზე მტად მიხაროდა ის, რომ ხშირად მკითხულობდნენ კლასელები, დამრიგებელი და მამხნევებდნენ. დედას სკოლის დირექტორმაც დაურეკა და უთხრა, რომ გაცდენილ საათებზე არ გვენერვიულა.“

ელენემ და მისმა დედიკომ 2 კვირაზე მეტი გაატარეს საავადმყოფოში. კლინიკაში შესასვლელად, ხომ ერთი ომი გაიარეს, მერე იქედან წამოსვლა აღმოჩნდა პრობლემა:

„ ელენეს კლინკაში მოსათავსებლად შეიძლება ითქვას, რომ ვიბრძოლეთ. კმაყოფილი ვარ მკურნალობის კურსით, არც ერთი დეტალი არ დარჩენიათ უყურადღებოდ, მაგრამ, როცა უკვე ბავშვი უნდა გამოეწერათ კლინიკდან მე დამიდასტურდა კოვიდი და მოგვიწია დარჩენა. როცა უკვე ორივე გამოვჯანმრთელით და გამოწერის დრო მოვიდა, ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა. ქუთაისიდან ხომ რეანომობილით გადმოგვიყვანეს, ამჯერად კლინიკას არ ჰყავდა ტრანსპორტი უკან, რომ დავებურნებინეთ. ბუნებრივია, ვერც ტაქსით წავიდოდით, ჯერ იმიტომ, რომ სახლში ყოფნის ვალდებულებაც გვქონდა და მეორეც, მაშინ გზებზე გადაადგილებაც შეზღუდული იყო. ჩვენს ოჯახშიც პერიოდულად გამოვლინდა ვირუსი და მათ არ ჰქოდნათ გარეთ გასვლის შესაძლებლობა.ერთი გზა გვრჩებოდა, კერძო სასწრაფოს წავეყვანეთ, რომელიც 700 ლარს ითხოვდა ან საავადმყოფოს მოეცა ცნობა და კოვიდ გადატანილი მძღოლი გვეპოვა. მოკლედ, საშვის გაცემის ამბების გაიწელა, მთავრობის ცხელ ხაზზეც ვერ მეუბნებოდნენ როგორ უნდა მოვქცეულიყავით. საბოლოოდ, ისევ კლინიკამ მოგცა საშვი, ჩამოგვაკითხა კოვიდ გადატანილმა მძღოლმა და ასე შევძელით სახლში დაბრუნება. საბედნიეროდ, მთელმა ოჯახმა მშვიდობიანად გადავიტანეთ ეს ვირუსი. ახლა ყველანი ორჯერადად აცრილები ვართ, რაც იმედს გვაძლევს, რომ რეინფიცირების შემთხვევა თუ გვექნება, შედარებით მარტივად გადავიტანთ. ელენე ჯერ 11 წლისაა, თუ 12 წლიდან ვაქცინაცია ნებადართული გახდება, აცულებლად ვაპირებ მის აცრას.“


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება