სიახლეები
სიახლეები

როდის შეძლებენ მასწავლებლები გამოცდებზე მიღებული ქულების გასაჩივრებას?
27-08-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდის შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს.

უკვე ცნობილია ქულები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ასევე ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII),  ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და  ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში. 

მასწავლებლები საკუთარი ნაშრომების შეფასებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და გასაჩივრებას გეგმავენ. გამოცდაზე გასულები ერთმანეთში აზრებს ცვლიან და ამბობენ, რომ დავალებები, სადაც პედაგოგთა მსჯელობა ჩანდა ან ღია კითხვაზე პასუხს მოითხოვდა, ნაკლებად აქვთ შეფასებული, ვიდრე იმსახურებდნენ.

ბევრი პედაგოგი აღნიშნავს, რომ მათ 1,2 ან 3 ქულა დააკლდათ, რაც შესაძლოა, გამსწორებლის სუბიექტური შეფასების მიზეზი იყოს, ამიტომ ისინი აპელაციას გეგმავენ.

მასწავლებლები გამოცდებზე მიღებული ქულების გასაჩივრებას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც ყველა საგნის შემდეგ უფროსი სპეციალური მასწავლებლების შედეგებიც გახდება ცნობილი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები კი იგვიანებს. აღნიშნული გამოცდა წელს პირველად ჩატარდა და მასზე 2774 აპლიკანტი დარეგისტრირდა. 

ტესტები და შეფასების სქემები 

იხილეთ ასევე:

მასწავლებლების გამოცდების შედეგები და შეფასების სქემები გამოქვეყნდა - ყველა დეტალი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერიათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბევრი ახალი გარემოსდაცვითი ტერმინი დაისწავლეს ინგლისურ ენაზე
კვირეულს ხელმძღვანელობდნენ ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა, გეოგრაფიის მასწავლებლები: ეკა ადამია და ბესო ბესელია.
ამ დღესთან დაკავშირებით, VI კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება