სიახლეები
სიახლეები

„დაწიონ ბარიერი, ამოიღონ არაპროგრამული საკითხები, შეგვენახოს აღებული ქულები“ - უკმაყოფილო მასწავლებლები შემოდგომით გამოცდის ჩატარებას ითხოვენ
30-08-2021
-
+


მასწავლებლების გამოცდები დასრულდა, შედეგების ნაწილიც გამოქვეყნდა, თუმცა აპლიკანტები საკუთარი ქულებით უკმაყოფილოები არიან. ზოგი გამსწორებლების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყენებს, ზოგი შემცირებულ დროს აბრალებს წარუმატებლობას... ასეა თუ ისე, ვაღიაროთ, რომ მასწავლებლებს არცთუ მარტივ ვითარებაში - პანდემიის ფონზე, პირბადითა და სტრესულ გარემოში მოუწიათ გამოცდების ჩაბარებამ, რაც ბუნებრივია, მათ შედეგებზეც აისახა. სანამ ყველა გამოცდის შედეგი არ გამოქვეყნდება, პედაგოგებს გასაჩივრების უფლება არ აქვთ; ზოგი აპელაციაში აზრსაც ვერ ხედავს... აქედან გამომდინარე, თავდაპირველად, შიდაწრეებში აქციის მოწყობაც კი განიზრახეს, თუმცა მოგვიანებით, პროტესტის ამ ფორმას, მედიასაშუალებაში საკუთრი პრობლემის გაჟღერება არჩიეს.

„მოგმართავთ ასობით პედაგოგის სახელით - ჩვენ ვართ კომბინირებული გამოცდის დაჩაგრული, მართლაც, ძალიან დაჩაგრული პედაგოგები თუ პედაგოგობის მსურველები, მაძიებლები, რადგან ყველამ იცის, რომ ჩვენი გამოცდა ურთულესია, მოიცავს რამდენიმე საგანს, მიუხედავად ამისა, დრო შეგვიმცირეს და მასალა გაგვირთულეს, სტატისტიკური მონაცემებით 10 კრედიტი ვერ აიღო მაძიებელთა ერთმა პროცენტმა, ჩვენი მოთხოვნაა, დაგვინიშნონ ხელახლა გამოცდა და დაწიონ ბარიერი, ამოიღონ არაპროგრამული საკითხები, ან/და შეგვენახოს მაძიებლებს აღებული ქულები და დაემატოს შემდეგ გამოცდაზე, ვინაიდან ტესტი იყო ურთულესი და დრო - მცირე; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვგეგმავთ, შევიკრიბოთ და გავმართოთ აქცია, რათა როგორმე მივაწვდინოთ ჩვენი გულისტკივილი ყველას.

სრულიად საქართველოს დაწყებითის კომბინირებულის მაძიებელი და პრაქტიკოსი პედაგოგები“ - ეს წერილი Etaloni.ge-ს გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო პედაგოგებმა გამოუგზავნეს და იმედი გამოთქვეს, რომ მათ მოთხოვნას შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება ექნება.

ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ პრობლემის წამოჭრა შეგვიძლია. რაც შეეხება დამატებით გამოცდას შემოდგომით - მის შესახებ ამწუთას ისაა ცნობილი, რომ შემოდგომით სესიები არ დაინიშნება და პრაქტიკოს პედაგოგებს სხვადასხვა აქტივობით ექნებათ შანსი, მოაგოვონ 19 კრედიტი. etaloni.ge პედაგოგების გამოხმაურებებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:

„რომელი ქულის მოთხოვნაზეა საუბარი?! მე არ ვითხოვ, მათ ქულა მაჩუქონ !!! მოვითხოვ, სწორი მართებული და დაწყებითის შესაბამისი ტესტები დაგვიდონ. თავი დავაკალი... სამი თვე არ გამოვსულვარ ოთახიდან და ასეთი ტესტები დაგვიდეს, მე არ მჭირდება მაგათი ერთი ქულა რაც მეკუთვნის და დავიმსახურე, ის დამიწერონ, გააუქმონ ღია დავალებები, ესე კომპეტენტურმა შეაფასოს და თუ ვერ გადავლახავ ბარიერს, ვიტყვი, რომ ჩემი ბრალია“.

„ნაშრომის გასწორებაში არის ხარვეზები - ზოგს მხატვრული ხერხი მეტაფორა ჩაეთვალა და მიიღო 1 ქულა, ზოგს გაუნულეს. ეს ხომ უსამართლობაა“.

„კონტინენტების ფართობების ცოდნა დეტალურად მოსთხოვო დაწყებითების პედაგოგს? გეოგრაფებმა თუ იცოდნენ ზუსტად, თავი მომაჭერით“!

„მაძიებლები არიან არასათანადო პირობებში - არ ენახებათ ქულები, არ არიან ჩართულები კრედიტების დაგროვების სქემაში, ან ბარიერი დაწიონ, ან ტესტი გაამარტივონ, ან ღია დაბოლოებიანი კითხვები შეამცირონ, ან დრო მოგვიმატონ, ან ქულები შეგვინახონ, 7 თვის ორსული 40 გრადუს სიცხეში რომ დამაჯინეს, ეგ ცალკე თემაა“.

იხილეთ ასევე:

შემოდგომით გამოცდა არ ჩატარდება - პრაქტიკოსების „მეორე შანსზე“ მასწავლებლის სახლი განმარტებას აკეთებს 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება