დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის ორი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა
31-08-2021
დაკოპირებულია
-
+
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სკოლის საამაყოდ სტუდენტები გახდნენ.
სკოლის ორი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხა.
კურსდამთავრებულებიდან საბა ქავზინაძე100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ხოლო ლუკა კოხრეიძე - 70 %-იანი გრანტით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ისწავლის.
დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა ხაზალია კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.