სიახლეები
სკოლები

„ყველა კითხვას ერთი პასუხი აქვს...სიყვარული“- თამარ შანიძე, ჭოგნარის, კვახჭირისა და თერჯოლის N1 საჯარო სკოლების გერმანული ენის მასწავლებელი
31-08-2021
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის და თერჯოლის N1 საჯარო სკოლების გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი და განათლების დოქტორი თამარ შანიძე საკუთარ ჩანაწერს გვთავაზობს. 

„უსასრულოდ დასმული შეკითხვების მიღმა დამალული ერთი პასუხი....
ის მუდამ გაბრაზებულია......, მას სულ რაღაც აწუხებს....., ზოგჯერ მეჩვენება,  რომ სითბოს გაცემა საერთოდ არ ძალუძს...  რამ?... რამ შეიძლება აქციოს ყინულის მსგავს არსებად? ამგვარ დახასიათებაში ყველა ამოიცნობს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ბევრი კიდევ საკუთარ თავს, რომელიც  აქამდე ვერ უბედავდა ,,რეალურ მე“-ს  მსგავსი სიტყვებით შეფასებას. რატომ? იმიტომ, რომ მე ჩემი პიროვნული ქურქით შემოსილი შეჩვეული ვარ ამ ყოფის საკადრის სახეს, მაღიარებენ ასეთს, მიღებენ ასეთს და უკვე ძნელი ხდება ახალი ქურქის მორგება, სადაც მსგავი მოთხოვნილებები აღარ დამიკმაყოფილდება. რა დავარქვა ამგვარ ყოფას?  -  ცხოვრება?.... ეს ხომ გამძლეობა-ამტანობის გამოვლინებაა მხოლოდ და არა არსებობის სასურველი ფორმა... არის კი საკმარისი ამგვარი მოთხოვნები საზოგადოებაში  სრულყოფილი ინტეგრირებისთვის? .... მე სხვა რამ მჭირდება სრულყოფილებამდე...!!!
რა არის ის, რაც  ცხოვრების ყველა სახის გამოწვევას დაგვაძლევინებს, კოლოსალურ ძალ-ღონეს შეგვმატებს და განგვაწყობს მის გასაუვნებელყოფად?
რა არის ის, რაც შინაგანად გვანგრევს, გვთელავს? ნუთუ ისევ ჩვენს ინსტინქტებსა და სურვილებთან მუდმივი ჭიდილი? რა სურვილი უნდა ამოძრავებდეს ჩემს ,,მე“-ს, რომ მისივე სამყოფელი ხორციელი კოლბა სულიერ სივრცეში ქაოტურად გაბნეული სურვილების სუბლიმაციას დასანგრევად გაამეტებინოს? ეს ხომ უკვე ის კოლბა შეიქმნა, რომელშიც სურვილთა შეზღუდვამ ემოციური ტემპერატურა მაღალი მაჩვენებლით ვეღარ დაარეგულირა და საბოლოოდ ბიძგი მისცა შინაგანი აფეთქებისკენ... იქცა ავ - კაცად ან ავ - ქალად ..... ავ არსებად, მასში გაიღვიძა ღრმად მიმალულმა ,,ტრამალის მგელმა“ ....იგრძნო გაორება, შეგრძნებათა ამბივალენტურობა....რამ გამოიწვია ხასიათის ჭექა-ქუხილი? .... მისსავე ადამიანურ არსში მოჭიდავე ბოროტისა და კეთილის ცივი და ცხელი ადამიანური ბუნების მასათა შეჯახებამ.
შექმნა საუცხოო...არარა აქცია უკვდავებად... შთაბერა სიცოცხლის სული და საბოლოოდ გაანადგურა მედინი, შეიმოსა დაუძლეველი ძალით ჭირთან მუხლჩაუხრელი ბრძოლისთვის.....როგორ? რით? რამ მისცა მას უშრეტი ენთუზიაზმი?
მისცა თავის თავს სრული თავისუფლება, დიახ ,,თავისუფლება“...მისცა ინსტინქტებს თავსუფლად დინების საშუალება...მანაც არ დააყოვნა... სურვილთა წყლისნაირმა მჩქეფარე ჭავლმა მოიარა გარემო, შეერია მისნაირთა თავისუფალ თუ ნაკლებად თავისუფალ ნიადაგს, დაეხარბა მის წიაღს, შეიცნო მისი თავაშვებული ყოფის ველური ბუნება,  მისი ყველა ღირებულება წამიერად მოიტაცა და უნორმოდ, დაუნაწევრებლად ხუთივე შეგრძნების ორგანოს შთაანთქმევინა თავისი წილი ლუკმა....მშიერი თავისუფლება დაოკდა, ემოციური კუჭი დაკმაყოფილდა....მაგრამ.... მიხვდა.... მიღებული ის არ არის რასაც ელოდა და რომ მას სხვა რამ სჭირდება ასეთი შიმშილისა და სიხარბისათვის.....ნეტავ რა?
ყოველი დღე შრომა, ჯაფა, ნაკლები ძილი და მოსვენება, ზრუნვა და ფიქრი შვილებზე, მუდმივი შიში ბედისწერის უშნო ხუმრობამ არ მოგტაცოს რომელიმე მათგანი. არაფერია გამორიცხული ამ უცხო მხარეში მოგზაურობისას. რატომ ამდენი ფიქრი, წუხილი და განცდა?
იღვაწა ბევრი, ძალიან ბევრი კეთილი საქმით დიდისა და პატარასთვის, იმ მსოფლხედვით რომ ,,ქვაზე დადებული“ სიკეთე უკან მობრუნებულს ხელს მოუმართავდა საქმით თუ არა კეთილი სიტყვით მაინც, რომელიც დაბერებულ გულს სიამის გრძნობით აუვსებდა. მაგრამ ....მაგრამ .... იმედგაცრუებამ, ტყუილმა მოლოდინმა შხამივით ნელნელა შეაღწია მის  სულში, მოაშთო მთელი მისი შიგანი და უდაბნოდ აქცია ის. მოეღრუბლა გუნება, ეწყინა და თან ეტკინა....რატომ? ....რატომ გავიწყდება ადამიანო!, რომ იმ ხალხის მოდგმა-ჩამომავალი ხარ, ვინც ქრისტეს ჩვენივე ცოდვებისთვის თავგანწირვისა და თვითშეწირვის მიმართ უსაზღვრო მადლიერების გამოხატვის სანაცვლად ჯვარზე გაკვრით ამოხადეს სული....  მაშინ შენი კენჭისოდენა სიკეთე რა მოსატანია ქრისტეს უსაზღვრო ალტრუიზმსა და სიკეთესთან... საინტერესოა სწორედ ის სხვა რამ, რის გამოც დაითმინა მან ესოდენ დიდი ტანჯვა?..... ჰო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უბრალო მომაკვდავი ვარ, ერთი გაელვება დედამიწაზე და მეც მინდა შევიგრძნო წუთის მეასედში ჩემივე მარჯვენით დათესილი სიკეთის მადლი!!!...
საზოგადოებრივი რუპორი ადამიანურ სამყოფელში შეუბრალებლად გაჰკივის...,,ხალხი გაცივდა, არავის ენდოთ!!!“ თითქოს გვაფრთხილებს. მართლაც! ტყუილი საუკეთესო ნიღბად იქცა ცხოვრებისეულ ავანსცენაზე, ჩაანაცვლა სხვა ღირებულებები, ფარისევლობის სკიპტრით დაიგრგვინა მისსავე ნიადაგზე და ძაღლის მსგავსად მოინიშნა სამფლობელო სივრცე. მესაკუთრული სულით გაჟღენთილებს ტყუილის გმობა აზრადაც არ მოგვსვლია, პირიქით, მისი ყოველგვარი გამოვლინება ,,მოხერხების“ ტერმინით შევამკეთ და მეტიც, სიამაყით აგვევსო დადებითმუხტგამოცარიელებული და ფარს ემოციას შეგუებული გული.
 ამგვარმა ყოფამ ცხოვრებისეულ ლაბირინთებს ათასი შესასვლელ-გამოსასვლელი გაუჩინა. ისე, რომ  ადამიანი არიადნეს ძაფითაც კი ვერ დააღწევს მისგან თავს...რამ აარჩევინა ბრბოს ნაწილ ადამიანს ტყუილის გზა, რის ნაკლებობამ გააკეთებინა ამგვარი არჩევანი?
იცით, მე ყოვლისშემძლე „მსოფლიო აბლაბუდა“ _ WWW ვარ. ჩემი ქსელის მაგნიტურ ველში მყიფედ გამონასკვულმა ღრმად სენსიტიურმა არსება - ადამიანმა ,,Homo faber” -ის მწარმოებლური სული შეიძინა, ჩემგან შექმნილ ცივ კედელს მიეყრდნო და ღრმაადამიანურ ურთიერთობებს ზურგი აქცია. შევქმენი ვირტუალური სამყარო და თავი მოვუყარე ყველას დიდსა თუ პატარას, მოვწყვიტე რეალურ სამყაროს, ჩავითრიე ჩემს არარეალურ, წარმოსახვით და ერთი შეხედვით რეალურ სივრცეში და ყველა ვირტუალური საღათას ძილით დავაძინე. მე მათ შევთავაზე ახალი ტექნოლოგიების სიახლეთა ზღვა ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ისინი გადაეშვნენ უტოპიაში. ……უამრავი მოთხოვნა წამიყენეს და არც მითქვამს უარი. მივეცი ისინი და შემიძლია მივცე ამაზე მეტი მომავალში.... მაგრამ, შეჩერდი ადამიანო! დაიღუპები! მოისპობი მორალურად და განადგურდები ფიზიკურად, არ დაგავიწყდეს ვირტუალურ სივრცეში ხარ და არა რეალურ სივრცეში, სადაც ყველაფერი სხვა ფერია, სხვა გემო და სხვა სუნი აქვს, შენ ჩემს ქსელს ჩაბღაუჭებული გადაეჩვიე ყველაზე მთავარს, რის გამოც ღირს დაიბადო ადამიანად, რის მოცემაც მე არ შემიძლია ... ნეტავ რაზე საუბრობდა მისი აღმატებულება WWW?

რატომღაც ვფიქრობ, რომ ყველა გზა მხოლოდ რომისკენ მიდის და ყველა კითხვას ერთი პასუხი აქვს...

სიყვარული“,- წერს თამარ შანიძე.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება