სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ბავშვებს სამუშაო დღეებში ონალინ-პლატფორმებზე თამაში ეკრძალებათ -ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაცია მიიღო
31-08-2021
-
+


ჩინეთის ხელისუფლებამ ონლაინ-თამაშებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია მიიღო, რომლის თანახმადაც, გეიმერებს, რომელთა ასაკიც 18 წელს არ აღემატება, თამაშის უფლება მხოლოდ პარასკევობით, შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე, ერთი საათით ექნება. ინფორმაციას BBC  აქვეყნებს.  

ჩინეთის ვიდეო-თამაშების რეგულატორის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი გეიმერები ინტერნეტში თამაშს 20:00-დან 21:00 საათამდე შეძლებენ. ახალი რეგულაციის აღსრულება ონლაინ-თამაშების კომპანიებს დაეკისრა, რომლებსაც მონიტორინგისთვის  დამატებითი ინსპექტორების დაქირავება მოუწევთ.

ჩინეთის სახელმწიფო მედია ონლაინ-გეიმინგს „სულიერ ოპიუმს“ უწოდებს. ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ვიდეოთამაშები ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენს და მათზე დამოკიდებულებას  იწვევს.

ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სტატია გამოაქვეყნა, ბავშვეებში ონალინ-თამაშების ცუდ გავლენაზე და დამოკიდებულებაზე. 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთის უმსხვილესი ონლაინ სათამაშო კომპანიების აქციების ღირებულება საგრძნობლად დაეცა.

ერთ-ერთმა  გიგანტმა კომპანიამ -  Tencent– მა, სახის ამომცნობი პროგრამა გაააქტიურა, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეძლებდნენ მოთამაშის ასაკის დადგენას,  თუმცა შემდეგ  ეჭვი გაჩნდა, რომ ბავშვები მოზარდების პირადობის მოწმობას იყენებდნენ და ასე ცდილობდნენ თამაშში ჩართვას.

ახალი წესებით  ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ბავშვებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ბევრი მშობელი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, თუმცა არიან ისეთები, ვინც სოციალურ ქსელში აკრიტიტებს მთავრობის „თვითნებურ“ ჩარევას.

ცნობისთვის, ჩინეთში აქამდეც იყო შეზღუდვა ონალინ-თამაშებთან დაკავშირებით, ამისთვის ბავშვებს დღეში მხოლოდ 90 წუთში ჰქოდნათ გამოყოფილი, ხოლო დასვენების დღეებში - 3 საათამდე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება