„თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ“- თბილისის N6 საჯარო სკოლა სპეციალურ მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
01-09-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თინათინ ბლიაძემ და სოფო სიბრტყელაძემ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და ამით სტატუსი აიმაღლეს.
თბილისის N6 საჯარო სკოლა ულოცავს მასწავლებლებს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავ ჩვენ სპეციალურ მასწავლებლებს უფროსის სტატუსის მოპოვებას - წარმატებები სოფო სიბრტყელაძე, თინათინ ბლიაძე. თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის კომპეტენციის დადასურების გამოცდის შედეგების გაგება 27 აგვისტოდან იყო შესაძლებელი.
ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება