სიახლეები
სიახლეები

რა პირობით ბრუნდებიან მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებში - სრული პროტოკოლი ცნობილია
03-10-2021
-
+


ცნობილია ის პროტოკოლი, რომლის შესრულებაც სკოლებს მოუწევთ მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს დასწრებითი სწავლება განახლდება. რთული იქნება რეგულაციების დაცვა თუ მარტივი, ამას დრო გვიჩვენებს; ფაქტია, რომ სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებზე დიდი დატვირთვა მოდის, რათა მოსწავლეები ყველა წესს დაემორჩილონ და რაც მთავარია ატარონ პირბადე, რომელიც უკვე პირველკლასელთათვისაც სავალდებულოა.

ნახეთ, რა პირობით ბრუნდებიან მასწავლებლები და მოსწავლეები სასკოლო სივრცეში.

რეკომენდაციები საჯარო და კერძო სკოლებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 2021 წლის 4 ოქტომბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. 

დისტანციური სწავლების მოდელიდან პირისპირ სწავლების მოდელზე გადასვლისას, მნიშვნელოვანია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიცავს თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას თანასწორად,  დაცული იქნება სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია:

  • სამინისტროს მიერ შესყიდული რესურსები მოსწავლის ჯანმრთელობის დაცვისა და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ეფექტიანად გამოიყენოს;
  • სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია სკოლის წყალმომარაგებაზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე;
  • წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის არარსებობის, ან წყლის შეფერხებებით მიწოდების შემთხვევაში, სკოლას უნდა გააჩნდეს წყლის რეზერვუარი (ავზი), როგორც სასმელი, ისე - ტექნიკური წყლით; სასმელი წყალი, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისათვის;
  • სკოლის სველ წერტილებში (საპირფარეშო, წყლის ნიჟარა, სამზარეულო) მუდმივად იყოს თხევადი საპნის, ხელის საშრობი და ტუალეტის ქაღალდის მარაგი;

2021-2022 სასწავლო წელს პირისპირ სწავლების პირობებში სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი (I-IV) კლასების, ისე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.

რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლებისთვის

  1. კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობასა და საკლასო ფართს შორის თანაფარდობა შეესაბამება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, შესაძლებელია სასწავლო პროცესი წარიმართოს ჩვეულ რეჟიმში;
  2. სკოლას აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს:
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა (30-45 წუთიანი გაკვეთილები);
  • საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო (8:30, 8:45, 9:00 ...) საფეხურების/კლასების მიხედვით;
  • სასწავლო პროცესს მოარგოს შესვენება;
  • მოქნილად დააორგანიზოს ცვლები;
  • სკოლამ მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი (შერეული სწავლება საგნების, კლასების, პარალელების მიხედვით);
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლების განტვირთვის მიზნით, შესაძლებელია ონლაინ სწავლების დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე. ასევე, დასაშვებია, შაბათი დღის გამოყენება დასწრებით სწავლებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა სკოლაში იარონ ცვლების მიხედვით.
3. გასათვალისწინებელია, რომ შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; შერეული სწავლების მოდელი, შეთანხმებული უნდა იყოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული სკოლების მიერ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის არჩევასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილების მიღება ხდება განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროების მიერ.
  1. სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ/ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში ან ჰქონდათ სირთულეები დისტანციური სწავლების პროცესში და მასწავლებლის მიერ იდენტიფიცირებულია მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სკოლა აორგანიზებს ჯგუფებს დამატებითი მუშაობისთვის. ზოგიერთ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან დამატებითი სერვისის მისაწოდებლად შესაძლებელია, გამოიყენონ უქმე დღეებიც.

 გაგრძელდება სამინისტროს მხრიდან ეპიდსიტუაციის წერტილოვნად მართვის პრაქტიკა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 9 სექტემბრის N95/ნ ბრძანების შესაბამისად

 საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების მსურველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წამომადგენლებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განხორციელება საფრთხეს შეუქმნის თავად მოსწავლეებს ან მათი ოჯახის წევრებს, შეთავაზებულ იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება.   საჯარო სკოლები დააკომპლექტებენ ე.წ. "ონლაინ ჯგუფებს" და მათთვის ორგანიზებული იქნება დისტანციური გაკვეთილები, რაც თავის მხრივ, დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.  სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლებისთვის შესაბამისი დანამატი პროგრამულად, კერძოდ, „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის "COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა.

„ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის "COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის ფარგლებში დანამატი განსაზღვრულია იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც უწევთ I-XII კლასების მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების პერიოდში დისტანციური გაკვეთილების ჩატარება,  რისი საჭიროებაც დადგა ზემოაღნიშნული მოსწავლეების მშობლების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად.

  • მშობლის არჩევანის შესაბამისად დისტანციური სწავლების ონლაინჯგუფებში მოსწავლეთა რეგისტრაცია როგორც სკოლის, ისე -მშობლების მიერ განხორციელდება 2021 წლის 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს და ყოველი მომდევნო კვირის ხუთშაბათ დღეს.
  • მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის სკოლას I-XII კლასის მოსწავლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე ან 2021 წლის 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს , ასევე, ყოველი მომდევნო კვირის ხუთშაბათ დღეს00 საათამდე თვითონ რეგისტრირდება სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში მართვის სისტემის) მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
  • კონკრეტულ საგანში დისტანციური სწავლების განხორციელების უფლება აქვთ, როგორც კონკრეტული კლასის საგნის/საგნების მასწავლებელს, ასევე, იმავე სკოლის შესაბამისი საგნის სხვა მასწავლებელს;
  • საჯარო სკოლებს დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება;
  • საჯარო სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ- სისტემა) ატვირთავს ძირითად საგაკვეთილო ცხრილს და დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილს;
  • სკოლა ვალდებულია გამოყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი დისტანციური გაკვეთილების ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციის სისტემაში ასახვას და პროცესის სისტემატურ კონტროლს;

 

  • სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა, შესაბამისი თვის 25 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 27 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

გ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა კლასების მიხედვით, მათ შორის დისტანციურ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა;

დ) ონლაინ ჯგუფების რაოდენობა;

ე) სკოლის მიხედვით თითოეული მასწავლებლის  მიერ დისტანციური სწავლების ფარგლებში შესაბამისი საათობრივი დატვირთვის რაოდენობა.

  • საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის ან/და სხვა მიზეზით წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა;
  • დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება, სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო რესურსები, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და მოსწავლეთა შედეგების შეფასება განხორციელდება ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის N95/ნ ბრძანების შესაბამისად;
  • დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგს აწარმოებს პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლა;
  • სკოლა ახორციელებს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პირბადეების ტარების წესი საჯარო და კერძო სკოლებისთვის

  • უზრუნველყავით ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
  • უზრუნველყავით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების (გარდა იმ მოსწავლისა, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება) შენობაში დაშვება პირბადით.
  • თუ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ სათანადო სამედიცინო ჩვენებით არ თავისუფლდება პირბადის ტარებისგან, მშობლის მიმართვის შემთხვევაში, მოსწავლის პირბადის ტარებისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი (შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით
  • საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე.
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;
  • ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

გთხოვთ, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოთ სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვისკენ, რომ არცერთი მოსწავლე არ დაგვრჩეს სკოლის მიღმა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მიწვეული სტუმრები, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ
სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება