ხაშურის N7 სკოლის წარმატებული პედაგოგი ლიანა მეტივიშვილი, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაჯილდოვდა
07-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ და ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად გოგუაძემ, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის წარმატებული მასწავლებლები, მათ შორის ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი ლიანა მეტივიშვილი, დააჯილდოვეს.
მერიისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს პედაგოგებმა, რომელთაც ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ლიანა მეტივიშვილს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის დაწყებითი კლასების კითხვის საუკეთესო მასწავლებლის წოდება აქვს.
წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ მიულოცა პედაგოგებს პროფესიული დღე და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში უმნიშვნელოვანესია.