ქისტაურის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ახმეტის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგშია
07-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიკა ბუზალაძემ, სოფო ბუზალაძემ და ქეთი ჭაბუკაშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეები ახმეტის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ახმეტელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა