სიახლეები
პიროვნება

„პასუხისმგებლობა ნიშნავს მუხლჩაუხრელ შრომას, მუდმივად სხვაზე ზრუნვას“- ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი
26-10-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

- უსაფრთხო, პოზიტიური, მშვიდი, სუფთა გარემო. უამრავი პირველკლასელის ცნობისმოყვარე თვალი, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებისათვის მუდმივი მზაობა, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მიერ კარგად გააზრებული პირველსკოლელობა. ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემითა და ურთიერთთანამშრომლობით გაჯერებული გარემო. 

- მოსწავლეს სურს...

- პრეპანდემიური აქტიური სასკოლო ცხოვრების აღდგენა, მათი ინტერესების გათვალისწინებით მრავალფეროვანი ღონისძიებების და აქტივობების განხორციელება.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- მუდმივად პრევენციული ზომების დაცვა, პირბადის ტარება, ერთმანეთთან ურთიერთობები დისტანციის დაცვით.

-  პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- მუხლჩაუხრელ შრომას, მუდმივად სხვაზე ზრუნვას, განვითარებისაკენ დაუოკებელ სწრაფვას, საქმის სიყვარულს, მოვალეობების რაფინირებულად გააზრებას. როგორც დიდი ტატო იტყოდა: „არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს."

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- მშვიდ, პანდემიის გარეშე ცხოვრებას, უახლესი ინფრასტრუქტურით განახლებულ სკოლას: საცურაო ავზით, ღია სპორტული მოედნით, სკოლის წინ ავტომანქანების მოწესრიგებულ სადგომს. სკოლისათვის მესამე კორპუსის დამატებას გათვლილს 2000-მდე მოსწავლეზე. ჩვენს მწვანე ქალაქში გამოცოცხლებულ ცხოვრებას.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- ამ პანდემიური მდგომარეობით გამოწვეული დაძაბულობის მოხსნა, სიმშვიდე, აღიარება-დაფასება, ანაზღაურების კვლავ გაზრდა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით მაპროფილებელი საგნების გაღრმავებულად სწავლებას, მეტყველებისა და ეთიკის გაკვეთილებს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება