სიახლეები
სიახლეები

აქციაში მონაწილეობისთვის მასწავლებლები და დირექტორები 2000 ლარით დაჯარიმდებიან
27-10-2021
-
+


წინასაარჩევნო კამპანია და ადგილობრივი მეორე ტურისწინა ვნებათაღელვა ნელ-ნელა დუღილის ტემპერატურას აღწევს და პოლიტიკური პარტიები აქციებითაც „გვანებივრებენ“, თუმცა საქმე ისაა, რომ მასწავლებელს, დირექტორს და სასკოლო ან სააღმზრდელო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობას კანონი უკრძალავს. აღნიშნული წესის დამრღვევი პირი ანუ ის პედაგოგი, დირექტორი თუ აღმზრდელი, ვინც აქციაზე სამუშაო საათებში მივა, 2000 ლარით დაჯარიმდება. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსში დეტალურად არის გაწერილი ვის ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა და რა ჯარიმებია განსაზღვრული ამ კანონის დარღვევისთვის

წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია, საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა, აღმზრდელ-პედაგოგისა, აღმზრდელისა, მასწავლებლისა, იქ დასაქმებული სხვა პირისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს.

წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება