ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
27-10-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში პროექტი თემაზე - „რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა“ ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილუსტრაციები, რომლებიც შემდეგ ინგლისურად თარგმნეს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის პედაგოგი სალომე ქაჯაია გახლავთ.
„სკოლაში ინგლისურ ენაში ჩატარდა პროექტი თემაზე „რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილუსტრაციები, რომლებიც თარგმნეს ინგლისურად. შეადგინეს წინადადებები აღნიშნული ილუსტრაციების გამოყენებით, წაიკითხეს და მოუსმინეს უცხო ტექსტს, მათ ამ პროექტის საშუალებით გვაჩვენეს, რომ ენის ცოდნა მნიშნელოვანია სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ურთიერთობისათვის“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა, ფატი თევდორაძემ.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა