ქუთაისის N6 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მარიამ ბუცხრიკიძეს კუთვნილი მედალი გადაეცა
27-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N6 საჯარო სკოლამ 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეს მარიამ ბუცხრიკიძეს ვერცხლის მედალი გადასცა.
სკოლა თავის მოსწავლეს ჯილდოს მიღებას ულოცავს წარმატებებს უსურვებს.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით
ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.