სიახლეები
ეტალონი

„იმ დღეს სკოლა „გამოცოცხლდა“- ოზურგეთში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 26 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ოზურგეთის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მედეა ობოლაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ონლაინ კონკურსის პირველ ეტაპში ჩვენი სკოლის ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ და რამდენიმე მათგანი მეორე ეტაპზეც გადავიდა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო და ინტელექტუალური შეკითხვები იყო. ასე რომ, კმაყოფილები დარჩნენ, ახლა კი მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი დისტანციურ ფორმატში ტარდებოდა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის მოსახერხებელი იყო. სკოლაში ინტერნეტი გამართული იყო, ამაზე წინასწარ ვიზრუნეთ. შესაბამისად, მათ რაიმე დაბრკოლება არ შექმნიათ. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურადაა ჩართული. გვინდა მადლობა გადავუხადოთ „ეტალონს“, განსაკუთრებით კი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულ ყველა აქტივობაში ჩართული ვართ და თქვენთან თანამშრომლობას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ.“

დოდო გოთუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ბავშვებმაც ძალიან დიდი აქტიურობა გამოიჩინეს. როგორც ამბობდნენ, მათთვის საკითხებიც არ ყოფილა რთული, რადგან ტესტის შესასრულებლად ცოტა დრო დასჭირდათ. ბავშვები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ამ კონკურსს მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვი ინტელექტუალურად ვითარდება. მითხრეს, რომ თავიდან ძალიან დაძაბულები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გონება უფრო გაგვინათდაო და ეს, ჩემი აზრით, მათთვის ძალიან კარგია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ.“

რუსუდან ცეცხლაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ კონკურსები მოგვწონს არამხოლოდ მე, არამედ ყველა სკოლის დირექტორს, რადგან მასში მონაწილეობით ბავშვები ძალიან ბევრ რამეს იძენენ. ინტელექტუალურად მაღლდებიან, აქტიურები ხდებიან, მოტივირებულები არიან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ყველანაირად არაჩვეულებრივი პროექტია. ვინაიდან 2 წელია, რაც პანდემიას ვებრძვით, ვფიქრობ, რომ უკეთეს შედეგს დავდებდით რომ არა ეს ხელისშემშლელი ფაქტორები. ძალიან კარგია, რომ კითხვები სხვადასხვა საგნებიდან მოდის და მაინცდამაინც ერთი არეალით არაა შემოფარგლული. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ისეთი ტიპის პროექტია, რომელიც ყველა საგანში კომპეტენციას მოითხოვს. შესაბამისად, ძალიან საინტერესო და მისასალმებელია. მე დიდ მადლობას გადავუხდი „ეტალონს“, თქვენ გაიხარეთ, რადგან იმ დღეს სკოლა „გამოცოცხლდა“. ამ კონკურსში მონაწილეობას მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ შემოქმედებით ძალებს მატებს, წაკითხვის სურვილს უჩენს, როგორც გითხარით, არაა შემოფარგლული მხოლოდ ერთი საგნით და აუცილებელია მოსწავლეს ყველა საგანში ცოდნა ჰქონდეს.“

ნანული ბოლქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეები აქტიურდებიან. ისედაც მიძინებულია ყველაფერი და ამ პროექტში ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან. ისინი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან ხოლმე. ჩვენ ადრეც გვყავდა გამარჯვებულები და ახლაც აქტიურად მონაწილეობენ. „ეტალონში“ მონაწილეობით ბავშვებს საკუთარი თავის მიმართ რწმენა უმაღლდებათ, მოტივაცია ეძლევათ იმით, რომ რასაც სწავლობენ, იმის შედეგს ახლავე ხედავენ. ბავშვი, რომელიც დაინტერესებულია და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს, იგი შესაბამისად, ეძებს მასალებს, რაც  მის ზოგად უნარებს აუმჯობესებს. ეს კი სწავლის ხარისხზეც დადებითად აისახება.“

ნოდარ წიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა, მეორე ეტაპზე ორი მოსწავლე გადავიდა, რითიც კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული არიან. „ეტალონში“ მონაწილეობა მათ მოტივაციას აძლევს. მათ დამატებითი - კლასგარეშე მასალების მოძიების სურვილი უჩნდებათ. მოსწავლეების დაინტერესებასა და ჩართულობას რაც შეეხება, ჩვენი სკოლის პირობების გათვალისწინებით, მაქსიმალური იყო. ჩვენ არ ვზღუდავთ და  არ ვარჩევთ მოსწავლეებს, რომ აი, ვთქვათ, ეს ათოსანია და მიიღოს მონაწილეობა, ან რვა ჰყავს და ვერაფერს ვერ იზამს - ასეთი მიდგომა არ გვაქვს, ვისაც უნდა რეგისტრირდება. მაგალითად წინა წელს იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოსწავლეს არც ისეთი კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, მაგრამ ტესტირებაში კარგი შედეგი აჩვენა, მეორე ეტაპზეც გადავიდა. ისინი თავიანთ თავს ავლენენ, ასეთი რამ პრაქტიკაში ხდება, რომ ვთქვათ, მოსწავლე ცალკეულ საგნებში ნაკლებად აქტიურია, მაგრამ ზოგადი განათლება კარგი აქვს.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება