წყალთბილის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ.სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბუკების გადაცემამ ბავშვები ძალიან გაახარა და სწავლისათვის მეტი მოტივაცია შესძინა.
სკოლის დირექცია ულოცავს პირველკლასელებს კომპიუტერების გადაცემას და სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებას უსურვებს.
„გაახარეს პირველკლასელები. გადაეცათ ბუკები, წარმატებები ჩვენს პატარებს“,- წერს სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები: