მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სედა მიკოიანი, ნარეკ ვერმიშიანი, იურიკ სირადეგიანი, ანი ახვერდიანი, სუზანა სირადეგიანი, ვარდუშ ვერმიშიანი და ალისია პეტროსიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: