ფახულანის თემის N1 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საინტერესო ტრენინგკურსი გაიარეს
24-11-2021
დაკოპირებულია
-
+
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ვექტორი“, წევრები ზოგადი ფსიქოლოგიის შესახებ გამართულ ტრენინგკურსს ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტრენინგი ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ მიმდინარეობდა.
ტრენინგის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა გაცვალეს იდეები და ონლაინ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„ტრენინგკურსი იყო დატვირთული ძალზედ საინტერესო საკითხებთან და აქტივობებით, მას ესწრებოდნენ კლუბის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი. აღინიშნებოდა მონაწილეებისგან ჩართულობა უკუკავშირი. მადლობა სპიკერს ქალბატონ მარიამ აბელაშვილს, მადლობა მონაწილეებს, მადლობა დადებითი ემოციებისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.