სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ
01-12-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

სკოლის 28 მოსწავლიდან თორმეტმა დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და შემდგომ ეტაპზე იასპარეზებენ.

„2021 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების VIII- XI  კლასის მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი", რომელიც უკვე წლებია  ერთგულად დგას განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე „ანაბასისის“ 28 მოსწავლიდან, თორმეტმა მოსწავლემ წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი და სკოლის სახელით „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე იასპარეზებს. წარმატებები მათ!“, - წერს „ეტალონის პედაგოგი“ თეა სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ზესტაფონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 79 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 01 დეკემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება