მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-8 კლასის მოსწავლეები კომპანია „ბათუმის წყალში“ იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები კომპანიაში პედაგოგ ნანა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით იყვნენ.
მერვეკლასელები ადგილზე არსებულ ვითარებას დიდი ინტერესით გაეცნენ და გაიგეს თუ რა გზას გადის წყალი ონკანებამდე.
„ბავშვებმა გაიგეს თუ რა გზას გადის წყალი ჩვენს ონკანებამდე და მათ გააცნეს ის ქიმიო-ბიოლოგიური კვლევები, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში კომპანია „ბათუმის წყალის“ თანამშრომლები ასრულებენ.
კლასი ქიმია/ბიოლოგიის მასწავლებლის ნანა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა „ბათუმის წყალში“. დღის ბოლოს მოსწავლებს და მასწავლებელს გადაეცათ საჩუქრები კომპანიისგან.
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მადლობას უხდის კომპანია „ბათუმის წყალს“ ასეთი არაჩვეულებრივი დღისთვის“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: