სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

09-12-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილება შეეხებათ პედაგოგებს და როგორ აიმაღლებენ სტატუსს.

მასწავლებლების დიდი ნაწილი სქემის შეცვლის მომხრეა, ზოგი კი სტატუსების საერთოდ გაუქმებასა და პედაგოგების გათანაბრებას მოითხოვს. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებაა, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში ჩატარდება. თუმცა სტატუსის ამაღლება და შესაბამისად, ხელფასის ზრდა მხოლოდ გამოცდაზე არ იქნება დამოკიდებული, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი პედაგოგის სასკოლო საზოგადოებისგან შეფასებაა.

სასკოლო საზოგადოებაში მოსწავლეები, მშობლები და სკოლაში დასაქმებული პირები იგულისხმებიან.

მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პედაგოგი სტატუსის ასამაღლებელ გამოცდას ჩააბარებს, სკოლის დირექცია წინადადებით მიმართავს მასწავლებლის სახლს, რომ შეაფასოს გამოცდაჩაბარებული პედაგოგის პრაქტიკული ნაწილი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღებიდან მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში პედაგოგს  გარე დაკვირვების ვადებს მისცემს, მას შეუფასებს პორტფოლიოს და გაესაუბრება სასკოლო საზოგადოებას.

ცენტრის განმარტებით, სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება  მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

„სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება)“ - აღნიშნულ ჩანაწერს პედაგოგები ბუნდოვანს უწოდებენ და მასში საფრთხეს ხედავენ. კანონის ამ პუნქტით, ფაქტობრივად, შესაძლებელი ხდება მასწავლებელმა, რომელიც პროფესიული უნარების გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, სტატუსი ვერ მიიღოს, თუ მას მშობელი, მოსწავლე, კოლეგა ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი უარყოფითად შეაფასებს.

ჯერჯერობით უცნობია მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში რა ცვლილება შევა, ამ დროისთვის კი სიახლე მხოლოდ პრაქტიკოსებისთვისაა. განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა.

 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება