სიახლეები
სიახლეები

გოჩა ტყეშელაშვილმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მესტიაში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში მასშტაბური ტურნე დაასრულა 
29-12-2021
-
+


როცა საქმე გიყვარს და გულით ეკიდები, ძალისხმევას არ აკლებ, დასახულ მიზანს მიაღწიო. ეს მიზანი კი „ეტალონის“ პროექტებისა და პირველკლასელთა აკადემიის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილისთვის, მომავალი თაობების განათლებაა. ვინ, ვინ და მან ყველაზე უკეთ უწყის, რაოდენ მნიშვნელოვანია, არაფორმალური განათლების პროექტების როლი ამ დიდ საქმეში. 

აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ სახალისო, შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულმა სახელმძღვანელომ, მხოლოდ პატარების კი არა, უფროსების გულიც მალევე მოინადირა და ბატონმა გოჩამაც არაერთი მუნიციპალიტეტი მოიარა, რათა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პირადად აეხსნა „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობა და მთავარი მიზანი.

ახლახან დასრულდა ტურნე, წიგნის პრეზენტაცია-შეხვედრები, საქმიან-მეგობრული გარემო და საუბრები წარმატებული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტზე - განათლებაზე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მესტიაში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში. 


„რთული მოგზაურობა გამომივიდა, დიდთოვლობამ ცოტა შემაფერხა, მაგრამ ხელი მაინც ვერ შემიშალა, დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და თანამოაზრეობისთვის! მადლობა ერთგულებისთვის - ერთგულება უძლებს წლებს!“ - ასე გამოეხმაურა ტურნეს დასასრულს ბატონი გოჩა. მთავარია, რომ „ეტალონი“ გოჩა ტყეშელაშვილის თაოსნობით, არასოდეს უხვევს დასახული მიზნიდან, რასაც მომავალი თაობების განათლების სამსახურში ყოფნა ჰქვია - დიახ, ერთგულება უძლებს წლებს!

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება