სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოში“ განხორციელდა
03-01-2022
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოში“, განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი მე-4 კლასის დამრიგებელის ნელი სამუშიასა და ინგლისური ენის მასწავლებელის ციცი ჭანტურიას ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძების მუსიკალურ გაფორმებაზე კი გულნარა ჯოლოხავამ იზრუნა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სამეგრელოში გავრცელებული საახალწლო ტრადიციები როლური თამაშებით გადმოსცეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.

სკოლამ აქტივობის ამსახველი ვიდეო ევროპელ კოლეგებსა და მოსწავლეებს გაუზიარა, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„კულტურული მრავალფეროვნება არის პრინციპი, რომელიც ცნობს და ლეგიტიმაციას უკეთებს კულტურულ განსხვავებებს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, აგრეთვე არსებობას, თანაარსებობასა და ურთიერთქმედებას სხვადასხვა კულტურას შორის იმავე გეოგრაფიულ სივრცეში.

კულტურული მრავალფეროვნების საშუალებით შეიძლება შეფასდეს ხალხის, ქვეყნის ან რეგიონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა კულტურული გამონათქვამები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორის წყალობით შეიცვალა ან გავლენას ახდენს სხვა ტერიტორიების კულტურული გამონათქვამებით.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა ნელი სამუშიამ, ინგლისური ენის მასწავლებელთან ციცი ჭანტურიასთან ერთად კულტურათაშორისი სწავლების მიზნით, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მიმდინარე პროექტში „კულტურული მრავალფეროვნება“ ითანამშრომლეს. პროექტის თემა გახლდათ: „ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოში“.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ზემოაღნიშნულ აქტოვობაში. როლური თამაში კი დაწყებით კლასებში ყველაზე სახალისო და შედეგისმომცემია.
ვიდეორესურსი გავუზიარეთ ევროპელ კოლეგებს და მოსწავლეებსაც, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ბავშვებმა სკოლის ეზოში გააშენეს მწვანე ნარგავები
სააღდგომო პროგრამის ფარგლებში პატარებმა მოუსმინეს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს
პედაგოგმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გახდნენ იუნკერები
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „კანფეტების ისტორია“
 

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება