სიახლეები
მსოფლიო

შტამი „ომიკრონის“ ხუთი ძირითადი სიმპტომი დასახელდა
03-01-2022
-
+

ყველაზე ხშირად „ომიკრონით“ ინფიცირების ნიშნები ჰგავს „დელტას“ მსუბუქ ვარიანტს, რომელიც აცრილ ადამიანებში ფიქსირდება, აღნიშნავენ ექსპერტები. 

ბრიტანელმა მეცნიერებმა გააანალიზეს ათასობით ადამიანის სიმპტომები, რომელთაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ ოქტომბერში, როდესაც ლონდონში „დელტა“ ვარიანტი დომინირებდა და დეკემბერში, როდესაც ის „ომიკრონ“ შტამმა შეავიწროვა. ამის შესახებ კომპანია ZOE იტყობინება.

სპეციალისტთა წინასწარმა ანალიზმა „დელტასა“ და „ომიკრონის“ ადრეულ გამოვლინებებს შორის მკაფიო განსხვავებები ვერ გამოავლინა. ორივე შემთხვევაში პირველ დღეებში COVID-19-ის „სამი კლასიკური სიმპტომი“ - სიცხე, ხველა და გემოს ან ყნოსვის დაკარგვა ინფიცირებულთა ნახევარზე მეტს აღმოაჩნდა. 

სპეციალისტებმა ხუთი ძირითადი სიმპტომი გამოარჩიეს, რომლებიც ახალი შტამით დაავადებულებს აწუხებთ. ესენია: თავის ტკივილი, სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი და დაღლილობა. ზოგიერთი დასნებოვნებული ასევე უჩიოდა ხველას, მადის დაქვეითებას და გონების დაბინდვას. 

„ყველაზე მეტად „ომიკრონის“ სიმპტომები ჰგავს „დელტას“ მსუბუქ ვარიანტს, რომელსაც ვაქცინირებულ ადამიანებში ვხვდებით“,- აღნიშნავს პროექტის - ZOE COVID Study ხელმძღვანელი, პროფესორი ტიმ სპეკტორი. 

ის თვლის, რომ უკეთესია ვირუსზე მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ტესტის გაკეთება. მისი თქმით, ამის გარეშე ახალი შტამის გაციებისგან გარჩევას გამოცდილი ექიმიც კი ვერ შეძლებს.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
აღნიშნული რესურსებით მათ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ თუ ჩვენ ვისწავლით ნარჩენების დახარისხებას და სწორად მართვას, გადავარჩენთ ჩვენს დედამიწას
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
ეკოკლუბის მასწავლებლების ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტ-გაკვეთილი - „დაიცავი დედამიწა“, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს მაკულატურა და სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები
საინტერესო

საზოგადოება